დროა, საქართველომ გადაწყვიტოს, რა სურს რეალურად - ამერიკელი ანალიტიკოსი

08.08.22 11:47
 დროა, საქართველომ გადაწყვიტოს, რა სურს რეალურად - ამერიკელი ანალიტიკოსი

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლისთავზე ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი  საქართვეელოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ჩამოყალიბდნენ რა ურთერთობა სურთ დასავლეთთან. 

გადამდგარი გენერალი ბენ ჰოჯესი "ამერიკის ხმასთან" საუბარში ამბობს, რომ საქართელოს ხელისუფლებისა და ხალხის აზრი ინდეტური არ არის.

უნდა გვახსეოვდეს ფაქტი, რომ რუსეთი ჯერ კიდევ უკანონოდ იკავებს ტერიტორიებს საქართელოშ მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სარკოზის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და მათ უნდა დაეტოვებინათ ეს ტერიტორიები. ჩვენ დასავლეთში გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ როდისმე რუსეთი შეასრულებდა რაიმე შეთანხმებას. რუსეთი ახლა სუსტად გამოიყურება. არ ვაპირებ საქართელოს წახალისებას, რომ დაიწყოს მოქმედებები ტერიტორიების დასაბრუნებლად. მე ვფიქრობ, რომ ახლა არის შესაძლებლობა აშშ-თვის, საქართველოსთვის და სხვა მოკავშრეებისთვის, რომ რაღაცეები გააკეთონ. მაგალითად, გამართონ წვრთნები საქართველოში, რომლითაც შეახსენებენ რუსეთს, რამდენად დაუცველები არიან ისინი. ვფიქრობ, ეს არის შესაძლებლობა, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ დროა საქართველომ გადაწყვიტოს, რა სურს რეალურად. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ახლა დაპირისპირებულია, კონფლიქტურია, სურთ კი მათ ნამდვილად იყვნენ დასავლეთის ნაწილი,ს ადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობები. სუღტ კი მათ, ჰქონდეთ ეკონომიკური განვითარება, სურთ ამერიკელებთანდ აევროპელებთან ყოფნა? მე არ ვარ დაწმუნებულია, რომ ხელისუფლებას ეს ნამდვილად სურს. რადგან რუსეთს ეს არ სურს, სანამ საქართელო არ გადაწყვეტს, რომ იქნება აყვავებული დასავლური ორიენტაციის ქვეყანა, იქამდე ის ვერ გამოიყენებს თავის პოტენციალს, - თქვა ექსპერტმა. 

სამხედრო ანალიტიკოსი კარლ მალერი ამბობს, რომ უუკრაინასთან ომშ საგრძნობლად დასუსტდა, თუმცა  რა ბედი ეწევათ კონფლიქტის დასრულების შემდეგ მეზობელ ქვეყნებს, უცნობია. 

სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებენ, შედარებით დაბალია იმ დანაკარგების გათვალისწინებით, რაც რუსეთს აქვს უკრაინაში. შესაძლოა, მათ საქართველოს ტერიტორიებზე ვეღარ შეძლონ დარჩენა. უკრაინაში მიმდინარე ომი, მათ სერიოზულად ასუსტებთ. გრძელვადიან პერპერქტივაში, როგორც არ უნდა დასრულდეს კონფლიქტი უკრაინაში, რა გავლენა ექნება ამას მეზობელ ქვეყნებზე ამ ეტაპზე უცნობია, - აღნიშნა ანალიტიკოსმა. 

მსგავსი სიახლეები