პოლიტიკოსთა ორივე მხრის უპასუხისმგებლობამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა - გახარიას გუნდი

20.04.21 13:38
პოლიტიკოსთა ორივე მხრის უპასუხისმგებლობამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა - გახარიას გუნდი

პოლიტიკოსების ორივე მხრის წარმომადგენელთა უპასუხისმგებლობამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა - განაცხადა გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, პარლამენტარმა ბექა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად მისმა თანამებრძოლებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობამ აიძულა ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ქვეყნის შიდა პროცესებში ჩართულიყვნენ. დღეს რადიკალიზაცია და დაძაბულობა არავის სჭირდება, როცა ჩვენი ოჯახები ყოველდღიური გამოწვევების წინაშე დგანან. ეს მძიმე მოცემულობაა, რომელშიც რადიკალიზაცის ადგილი არ არის, შეთანხმება არის შეასაძლებლობა, ამ რადიკალიზაციის შემცირების და ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ და ხელი მოვაწერეთ. მხარეებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა ამ შეთანხმებაში მოცემული პუნქტების სრულფასოვნად შესრულებისთვის - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, რომელიც მიზნად საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებას ისახავს, ხელი ,,ქართულმა  ოცნებამ" და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მოაწერეს. ხელმომწერებს დღეს გიორგი გახარიას გუნდიც შეუერთდა.