ამ ხელისუფლებისთვის ეროვნული ღირსების დაცვა ქსენოფობია და გოიმობაა - ნიკა მელია

08.08.22 13:21
ამ ხელისუფლებისთვის ეროვნული ღირსების დაცვა ქსენოფობია და გოიმობაა - ნიკა მელია

ამ ხელისუფლებისთვის ეროვნული ღირსების დაცვა ქსენოფობია და გოიმობაა - ასე ეხმიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14-ე წლისთავზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. 

საგანგებო ბრიფინგზე მელია ხელისუფლების ანტიდასავლურ კამპანიასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ,,ქართული ოცნებისთვის"  ეროვნული ინტერესების დაცვა ომში ჩათრევის მცდელობაა.

,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თქვა ისიც ,რას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება და რას არ აკეთებს.

სამწუხაროდ, საქართველო სრულად ოკუპირებული რუსული რბილი ძალის, უსამშობლო ქართველების,  ხელისუფლებაში მყოფი ,,რუსული ოცნების" ხელით.

დიახ, რუსეთმა იარაღის ძალით შეძლო საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება. რაც მტერმა ვერ შეძლო იარაღის ძალით, ეს შეძლო რბილი ძალით ამ ხელისუფლების პირობებში. 

ამ ხელისუფლებისთვის ეროვნული ღირსების დაცვა ქსენოფობია და გოიმობაა. ეროვნული ინტერესების დაცვა პროვოკაციაზე წამოგებაა. 

,,ოცნების" ხელისუფლებისთვის ეროვნული ინტერესების დაცვა ომში ჩათრევის მცდელობაა, მშვიდობა კი მხოლოდ კაპიტულაციით მიიღწევა. - განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები