სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ განაპირობა, რომ ომი ვერ ავიცილეთ - პრემიერი

08.08.22 13:10
სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ განაპირობა, რომ ომი ვერ ავიცილეთ - პრემიერი

ძმათა საფალოზე ასული ირაკლი ღარიბაშვილი ომის პროვოცირებაში ისევ საქართველოს და წინა ხელისუფლება ადანაშაულებს. პრემიერის თქმით, ტრაგიკული ომი სააკაშვილი უგუნური და პროვოკაციული ნაბიჯების შედეგი იყო. 

თარიღი 8 აგვისტო არასდროს გამხდარა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ, უხერხულია, კიდევ მინდა ვთქვა, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახის წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობ თარიღებზე. ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი, - თქვა ღარიბაშვილმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები