"ნაცმოძრაობამ" ალტერნატიული გლოვის დღე დააწესა - შალვა პაპუაშვილი

08.08.22 13:15
"ნაცმოძრაობამ" ალტერნატიული გლოვის დღე დააწესა - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ ომი არა 7, არამედ 8 აგვისტოს დაიწყო. რუსული რიტორიკა ამჯერად პარლამენტის თვამჯდომარემ გააჟღერა. შალვა პაპუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ალტერნატიული გლოვის დღის დაწესებასა და საქართელოს ისტორიის გადაწერის მცდელობაში დაადანაშაულა. 

ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ბოლო 13 წელია უკვე ყველა ხელისუფლების დროს. მათ შორის, "ნაციონალურ მოძრაობა" სანამ ხელისუფლებაში იყო, ყოველ წელს სწორედ 8 აგვისტოს მიაგებდა პატივს აგვისტოს ომში დაღუპულებს. სადღაც 2015-16  წლიდან "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო გამიჯვნა გლოვის დღისგან და დაიწყო ალტერნატიული გლოვის დღის  დაწესების ტენდენცია, რაც გახლავთ არა თუ სპეკულაცია, ეს არი საქართველოს ისტორიის წინაშე არასწორი საქციელი, - თქვა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები