მეორე ფრონტი ვერ გახსნეს, ახლა ტურიზმის შეფერხებას ცდილობენ - პრემიერი ოპოზიციაზე
პრემიერ-მინისტრმა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებაში ისევ წინა ხელისუფლება და მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ისევ ამტკიცებდა, რომ ქვეყანას უპრეცენდეტო ეკონომიკური ზრდა აქვს, "ნაიოცნალური მოძრაობის" მიზანი კი ამაში ხელის შეშლაა.
დაიწყო სააკაშვილმა რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციებზე სტრატეგიული ობიექტების გადაცემა და გახსოვთ, მაშინ ჩვენ მოვისმინეთ, რომ რუსულ ფულს თურმე სუნი არ ჰქონდა. მეორე, ცალმხრივად, სააკაშვილის ხელისუფლებამ გააუქმა უვიზო რეჟიმის რუსეთის მოქალაქეებისთვის და ახლა ნახეს, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაა საქართველოში, არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობს ასეთი პროგრესი და მესამე, ვინაიდან ვერ მიაღწიეს მათ მიზანს და მეორე ფრონტი ვერ გადმოიტანეს საქართველოში, ახლა უნდათ რამენაირად დააზიანონ ისევ ჩვენი მოქალაქეები. უნდათ შეფარხონ ტურიზმი, ტურისტების შემოდინება საქართველოში, - თქვა პრემიერმა,