"ქსენოფობიაში გადაიზარდა" - პაპუაშვილი რუს ტურისტებს იცავს
იმ ქართველი ხალხის ნაწილს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების მიუღებლობით გამოირჩევიან, ქსეონოფობებს ამჯერად პარლამენტის თავმდჯომარე უწოდებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, სირცხვილია, როდესაც "უწყინარი" რუსების მიმართ ადამიანები აგრესიას იჩენენ.
საქართველოს ტერიტორიაზე, აი, ამ წერტილიდან რამდენიმე კილომეტრში არიან რუსი სამხედროები ყოველგვარი ვიზის, ნებართვის და საბუთების გარეშე. არიან ტექნიკით, არიან შეიარაღებით, ამიტომ ეს საფრთხე რომ არის ყოველდღიური, ამაზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენ. და აქ მიბმა , რომ აქ ტურისტი თუ სხვა მოქალაქე შემოვა, რომ ეს რამე დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, ეს არის ჩეულებრივი პოპულიზმი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში, გადაიზარდა ქსენოფობიაში. სირცხვილია, როდესაც მისი წარმომავლობის გამო ადამიანის მიმართ იჩენს აგრესიას. ეს არის სირცხვილი, - თქვა პაპუაშვილმა.