სამწუხაროდ, არჩევანი არ დაგვიტოვეს, სამხედრო ჩარევაზე შეგნებულად წავედით - დიმიტრი მედვედევი
სამწუხაროდ, არ დაგვიტოვეს არჩევანი - რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, სოციალურ ქსელში წერს, რომ 2008 წლის ომის პროვოცირება საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა. მედვედევი ანალოგს უკრაინასთანაც ავლებს.
სამწუხაროდ, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ხელისუფლებამ არ დაუტოვეს რუსეთს არჩევანი, რადგან მათ ჩაშალეს კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების პროცესი.
თავდასხმა ცხინვალსა და რესპუბლიკის სხვა დასახლებებზე მოულოდნელად და ამაზრზენად დაიწყო, რა თქმა უნდა, ვალდებული ვიყავით, გვეპასუხა. არ შეგვეძლო, უბრალოდ ცრემლები მოგვეწმინდა და თავი დაგვეხარა სისხლიანი სულელის წინაშე და მიგვეშვა ის ხალხის ნაწილებად დასაგლეჯად.
რუსეთს არ შეეძლო, ამ კონფლიქტში არ ჩარეულიყო. საუბარი იყო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაცვაზე, რომლებიც ცხოვრობენ სამხრეთ ოსეთში. დავიცვათ ისინი სააკაშვილის აგრესიისგან, მივიღეთ მთავარი - მშვიდობა...
ჩვენ სამხედრო ჩარევაზე შეგნებულად წავედით - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
მედვედევმა ინტერვიუ რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემა tass.ru-ს მისცა.