დილიდან ხალხმრავლობაა გორში, სადაც 14 წლის წინ რუსეთის აგრესიას უამრავი მსხვერპლი მოჰყვა

08.08.22 15:26
დილიდან ხალხმრავლობაა გორში, სადაც 14 წლის წინ რუსეთის აგრესიას უამრავი მსხვერპლი მოჰყვა

დილიდან ხალხმრავლობაა გორში, სადაც 14 წლის წინ ამ დღეს  მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსულმა არმიამ კასეტური ბომბები გამოიყენა, რასაც ათობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.

ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან უამრავი ადამიანი მივიდა. იქ იმყოფებიან ის ადამიანებიც, ვინც 14 წლის წინ საკუთარი საცხოვრებლისა და მიწა-წყლის დატოვება საოკუპაციო რეჟიმმა აიძულა. ისინი იხსენებენ აგვისტოს საშინელებებს და აცხადებენ, რომ არაფერი შეცვლილა, ხელისუფლებას მათი პრობლემების მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებია. 

 მივტირი იმ ადგილს, საიდანაც წამოსული ვარ. ,,როდის დავბრუნდები- ამის ნატვრაში ვბერდები. ისე მივდივარ ამ ქვეყნიდან, ვერ ვიგებ, ხვალ როგორ დილა გათენდება, რა გველის, დავბრუნდებით, თუ არა. 

ბევრი იქ ისე მოკვდა, საფლავიც არ ეღირსა. გაუსაძლისი მდგომარეობა, ღლერთმა ყველა დაიფაროს ამისგან. 

ათასი შეხვედრებია, ათასი რაღაცაა, მარტო საუბარია, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე რჩება.  საქმე წინ თუ მიდის  და ვერ ვხედავ მე, ეგ არ ვიცი. - აცხადებს სამაჩაბლოდან დევნილი ქალბატონი.

გორში დაღუპული გმირების მემორიალთრან მივიდა მივიდა გორის მოჭიდავე მერიც, თუმცა მას რუსულ აგრესიაზე სიტყვაც არ დაუძრავს.

14 წელი გავიდა აგვისტოს ომის დაწყებიდან, დღეს პატივი მივაგეთ დაღუპულ გმირებს. მათ სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ეს ჩვენთვის დიდი ტკვილია. ისინი ყოველთვის გვემახსოვრება - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები