გირაოს გადახდის შემდეგ ნიკა მელიას ციხის დატოვება შეუძლია - კახა კალაძე
გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნიკა მელიას დღესვე შეუძლია ციხის დატოვება - განაცხადა თბილისის მერმა. კალაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არა ჰყავს. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას, ,,ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ამბობს, რომ ამ ფაქტს მიესალმება.
საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. ეს იყო შეთანხმების ნაწილი. მელიას დღესვე შეუძლია, დატოვოს ციხე. მან უნდა გადაიხადოს გირაო და გირაოს გადახდის შემთხვევაში დღესვე გამოვა გარეთ. რაც შეეხება რურუას, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გააკეთა განმარტებები და ჩვენი მხრიდანაც იყო განცხადებები.
ყოველთვის მივესალმებოდი და მოვუწოდებდი ყველას, შეთანხმება შემდგარიყო. კომპრომისები, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი პოლიტიკაში და ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა შეთანხმება - აღნიშნა კახა კალაძემ.
.