უფუნქციო გუბერნატორების და გუბერნიების შენახვა 7 მილიონ ლარზე მეტი ჯდება - "აი ფაქტის" კვლევა

09.08.22 11:17
უფუნქციო გუბერნატორების და გუბერნიების  შენახვა  7 მილიონ ლარზე მეტი ჯდება - "აი ფაქტის" კვლევა

უფუნქციო გუბერნატორები და გუბერნიები - სამხარეო ადმინისტრაციების შენახვა, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" ფუნქციის გარეშე დატოვა, წლის განმავლობაში 7 მილიონ ლარზე მეტი ჯდება. მონაცემებს "აი, ფაქტი" ასაჯაროვებს.

კვლევით დგინდება, რომ აღნიშნული უწყების ერთადერთი ფუნქცია, მთავრობის დავალებების შესრულებაა. გამონაკლისი არც იმერეთის სამხარეო გუბერნიაა, სადაც 31 ადამიანია დასაქმებული. ისინი ხელფასს, ძირითადად, პოსტების გაზიარებაში და გუბერნატორთან ერთად კულუტურულ ღონისძიებებზე დასწრებაში იღებენ. 

მთავრობის მიერ არის ეს დანიშნული და აქვს მხოლოდ იმის ვალდებულება, რომ მათი დავალებები შეასრულოს და სხვა მნიშვნეოვანი ფუნქცია მათ არ აქვთ, მაშნ, როდესაც მათ ჰქონდათ ფუნქცია თავიანთი დებულების მიხედვით, რომ მაგალიტად, მიეხედათ და კონტროლი გაეწიათ მერიებისთვის. ანუ ეს არის სტრუქტურა, ადმინისტრაცია, რომელიც არაფერს მნიშნელოვანს არ აკეთებსდა ამ დროს, კონკრეტულად იმერეთის მუნიციპალიტეტში მათ თანამშრომლებზე წელს , მაგალითად, გამოყოფილია ნახევარ მილიონზე მეტი. თავად გუბერნატორებზე და მათ მოადგილეებზე, 231 ათასი ლარია, - ამბობს "აი, ფაქტის" წარმომადგენელი. 

ოპოზიცია კი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ გუბერნიის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს.  

ეს არის, უბრალოდ, პრემიერ-მინისტრის თვალი რეგიონებშ, რომელმაც უნდა მიუტანოს პრემიერს, თუ რა ხდება მუნიციპალიტეტებში. ეს არის ჩარევა ადგილობრივ თვითმმართელობებში, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არანაირი ფუნქცია არ აქვთ ანუ არაფერს არ ასრულებენ, არაფერში იღებენ ხელფასს. ასე რომ, გუბერნატორის ინსტიტუტი რაც მალე გაუქმდება, უკეთესი იქნება. ბიუჯეტიდან თანხები დაიზოგება, - ამბოჰბს "ევროპული საქართელოს" წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე. 

მსგავსი სიახლეები