ახალ სამშენებლო მოედანი თბილისის ცენტრში - ვინ დგას უზარმაზარი პროექტის უკან

09.08.22 11:35
ახალ სამშენებლო მოედანი თბილისის ცენტრში - ვინ დგას უზარმაზარი პროექტის უკან

თბილისის საკრებულომ "ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის კიდევ უფრო გამდიდრება გადაწყვიტა. ეს კი ისევ სახელმწიფო  ბიუჯეტის ხარჯზე მოხდება. 

მუნიციპალიტეტი უკვე განიხილავს პროექტს, რომლის მიხედვითაც თბილისის ცენტრში 270 ათას კვადრატულზე მეტი ახალ სამშენებლო მოედნად გადაიქცევა. საუბარია მეტრომშენის ყოფილ ტერიტორიაზე.

უპრეცენდეტოდ დიდი პროექტის უკან კი სწორედ წილოსანის ოჯახის ინტერესები დგას, თუმცა წილოსანები მარტო არ არიან. მათი პარტნიორი მინიოლიგაქრი ირაკლი რუხაძეა. 

აღნიშნული პროექტის დაგეგმარებაში ცვლილების განხილვა საკრებულოშია დაგეგმილი, მანამდე კი ბრიფინგი ოპოზიციამ გამართა. ხელისუფლების ოპნენტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა უნდა გაშენდეს.

იქნება ურბანული კატასტროფა ქალაქისთვის. რატომ იქნება? იმიტომ, რომ ეს პრაქტიკულად იქნება პრობლემა მთელი ნაძალდევისთვის, დიდუბესთვის და ჩუღურეთისთვის, იმიტომ, რომ შენდება ნახევარ მილიონ კვადრატულ მეტრამდე შენობები, ფართები და შექმნის უდიდეს სატრანსპორტო და საყოფაცხოვრებო კოლაფსს ამ უბნებისთვის. ვინ დგას ამ მავნებლური მშენებლობების უკან? ასეთი მავნებლობა ვერ გაკეთდებოდა, რომ არა ბიძნა ივანიშვილითან და"ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ადამიანები კახი კალაძესთან შეთანხმებით, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე. 

 

 

მსგავსი სიახლეები