არჩევნების გაყალბების სქემა - ენმ-ს წევრებმა პროკურატურაში მტკიცებულებები შეიტანეს

09.08.22 11:50
არჩევნების გაყალბების სქემა - ენმ-ს წევრებმა პროკურატურაში მტკიცებულებები შეიტანეს

არჩევნების გაყალებბის სქემა და მტკიცებულებები -  ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პროკურატურაში იმყოფებიან. საგამოძიებო უწყებაში დეპუტატებს დოკუმენტები იმ პირების შესახებ შეაქვთ, ვინც, მათი მტკიცებით, არჩევნების გაყალებების სქემაში პირდაპირ იყო ჩართული.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქმის ობიექტური გამოძიება მოხდეს, რადგან სწორედ არჩევნების მიტაცება უნდა გახდეს მოქმედი ხელისუფლების დელეგიტიმაციის მიზეზი. 

მოვითხოვთ, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყებას არჩევნების გაყალბების თემასთან დაკავშირებით. შექმნილია ერთიანია სანაშაულებრივი სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავდა არჩევნების გაყალბებას და ამით "ქართული ოცნების" მიერ ხელისუფლების მიტაცებას. ამ სისხლის სამართლის საქმით უნდა დაიწყოს "ქართული ოცნების" ხელისუფლების დელიგიტიმაციის პროცესი. მივმართავთ პრკურატურის გამომძებლებს, რომ ეს საქმე აუცილებლად იქნება საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ, იმიტომ, რომ მათ მოუწევთ ამს აქმის გამოძება, - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი. 

არჩევნების სავარაუდო გაყალებბის ფაქტს შოთაძის უწყება უკვე იძიებს. საქმეზე გამოძება მას შემდეგ დაიწყო, რაც სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსოს გოგაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მტკიცებულებები გადასცა.

მსგავსი სიახლეები