მიშელის თვითმფრინავი თბილისში დაეშვა - ისტორიული ვიზიტი იწყება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა.
პრიტოკოლის თანახმად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს 15:30 საათზე შეხვდება, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირისპირ შეხვედრაც.
"ტვ. პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან პარლამენტში შეხვედრას გამართავს.
მიშელი ვიზიტის კულმინაცია ორბელიანების სასახლეში შედგება, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელით გამართულ სადილს დაესწრება.