ვინ იქნება ცესკოს ახალი თავმჯდომარე - პრეზიდენტის შერჩეულ კანდიდატებს "ოცნება" მხარს არ დაუჭერს

09.08.22 12:05
ვინ იქნება ცესკოს ახალი თავმჯდომარე - პრეზიდენტის შერჩეულ კანდიდატებს "ოცნება" მხარს არ დაუჭერს

"ქართული ოცნება" პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკოს თავმდჯომარეობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს. უკვე დაანონსებულია, რომ საშემოდგომო სესიაზე, სადაც პარლამენტმა კანდიდატებს კენჭი უნდა უყაროს, ხელისუფლება საკითხს ჩააგდებს.

აღნიშნული ავტომატურად ნიშნავს, რომ ახალი კონკურსი ოქტომბერში გამოცხადდება. "ოცნებას" საარჩევნო ადმინისტრაციის თავმდჯომარედ ისევ გიორგი კალანდარიშვილის სურს, თუმცა ის პრეზიდენტის მიერ წარგდენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. 

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ისეთ კანდიდატის არჩევა სურს, რომელიც მისი მორჩილი იქნება. სწორედ ამაზე მეტყველებს "ქართული ოცნების" გაჯიუტება გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებთ.

ყველაფერი იღონა იმ კომისიამ, რომ "ქართული ოცნების" დავალება შეესრულებინა და პატიოსნად ჩაწერა ის ვიღაც კალანდარიშვილი ამ სიაში. მაგრამ მოხდა მოულოდნელობა და პრეზიდენტმა, რომელსაც ხანდახან ახასიათებს გაბრაზება, აიღო და სხვები წარადგინა. ახლა ექნებათ მცდელობა, რომ ამ კომისიამ ხელახლა შეარჩიოს კანდიდატები და სამივე რომ იყოს ყურმოჭრილი მონა "ქართული ოცნების". ვინ ეკითხება "ქართულ ოცნებას" ვის წარადგენს პრეზიდენტი? პრეზიდენტს ხომა რ შეურჩევია ეს ხალხი? ეს ხალხი შეარჩია მათივე კომისიამ, - ამბობს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები