Credit Suisse პრინციპულად უზღუდავს ბ-ნ ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე - ადვოკატი

09.08.22 12:36
Credit Suisse პრინციპულად უზღუდავს ბ-ნ ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე - ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყოფიანი სოციალურ ქსელში ოლიგარქის და შვეიცარიულ ბანკის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ასაჯაროვებს. ივანიშვილის ინტერესების დამცველი წერს, რომ Credit Suisse ოლიგაქარქს თავის საბანკო რესურსებზე წვდომას პრინციპულად უზღუდავს.

მოგეხსენებათ, საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას კრედიტ სუისს-სთან ურთიერთობისა და ბანკის მიერ ბ-ნი ივანიშვილის მიმართ ჩადენილი დარღვევების შესახებ.

ამჯერადაც, განახლების სახით გაცნობებთ შემდეგს, კერძოდ, კრედიტ სუისს-ის ორი საბანკო ტრასტის მხრიდან დარღვევებზე: ბ-ნი ივანიშვილის მხრიდან ერთი საბანკო ტრასტისთვის მიცემული ინსტრუქციიდან ოთხი თვე მიილია, ხოლო მეორე ტრასტისთვის გაცემული დავალებიდან- ორი თვე. 

საბანკო ტრასტები ამ პერიოდის განმავლობაში არათუ არ ასრულებენ დავალებებს, რითაც არღვევენ კლიენტის უფლებებსა და ვნებენ მის ინტერესებს, არამედ უკვე საკმაო ხანია საერთოდ აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს. 

შესაბამისად, ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბ-ნ ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც, ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში.

მსგავსი სიახლეები