საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რუსული სპეცსამსახურების ქვედანაყოფად იქცა - ნიკა მელია
ქართველი მებრძოლების პირადი მონაცემები მტრის ხელშია - ოკუპანტების მიერ ქართველი ჯარისკაცების პირადი საქმეების გასაჯაროვებას ,,ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.
ნიკა მელიას განმარტებით, ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთს ქართულ შეირაღებულ ძალებში ძლიერი აგენტურული ქსელი ჰყავს და ქართველი ჯარისკაცების უსაფრთხოება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არ არის.
ეს უმძიმესი ფაქტი უკვე ცხადყოფს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც არსებობს ძლიერი რუსული გავლენები და ქსელი, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერი დეტალური ინფორმაცია, რომელიც დასჭირდება ოკუპანტს თითოეულ ქართველ სამხედროსა და მის ოჯახის წევრებზე, აღმოჩნდება მათ ხელში.
ეს არის ,,რუსეთის ოცნების" მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იქცა რუსული სპეცსამსახურების ქვედანაყოფად. - ამბობს მელია.
რუსულეთის სპეცსამსახურების ხელში ქართველი ოფიცრის, მიხეილ ქამხაძის, პირადი საქმე მოხვდა. უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები ვარაუდობენ, რომ კრემლს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივზე სრული წვდომა აქვს.