,,ცესკო"-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენა -დაპირისპირების ახალი ეტაპი ,,ოცნებასა" და პრეზიდენტს შორის

09.08.22 13:39
,,ცესკო"-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენა  -დაპირისპირების ახალი ეტაპი ,,ოცნებასა" და პრეზიდენტს შორის

დაპირისპირება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის ახალ ეტაპზე გადავიდა. კონფლიქტის მიზეზი ამჯერად "ცესკოს" თავმჯდომარეობის კანდიდატი გახდა. ,,ოცნება" ამ პოსტზე მხარს გიორგი კალანდარიშვილს უჭერს, თუმცა აღნიშნული კანდიდატურა პრეზიდენტმა დაბლოკა და  პარლამენტისთვის გადაგზვნილ სიაში  ვერ მოხვდა.

ზურაბიშვილზე გაბრაზებული ,,ოცნება" ახლა  პრეზიდენტის წინააღმდეგ პროცედურულ ომს აანონსებს. ხელისუფლება იმუქრება, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ "ცესკოს " თავმჯდომარეობის კანიდატებს მხარს არ დაუჭერს და საკითხს ჩააგდებს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ პარლამენტის რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დღეს მოქმედი თავმჯდომარე და ცესკო-ს წევრები, ვინც პარლამენტის მიერ შესაბამისი ვადით არიან არჩეული, ისინი კანონმდებლობის შესაბამისად აგრძელებენ მუშაობას. - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები