თუ ამ პროექტს მიიღებთ, იქნება ურბანული კატასტროფა - დაპირისპირება თბილისის საკრებულოში
ხმაურით მიმდინარეობდა დღეს თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც ურბანულ პროექტს განიხილავდნენ. ვითარება ადგილზე იმდენად დაიძაბა, რომ საქმეში მანდატურების ჩართვა გახდა საჭირო. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ცოტნე კობერიძემ, საკრებულოს უმრავლესობა რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ურბანული პროექტი თბილისის ცენტრში 270 ატას კვადრატულ მეტრ ფართობზე 70-მდე კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის უკან ,,ოცნების" დეპუტატ ნინო წილოსანისა და მინი ოლიგარქ ირაკლი რუხაძის ინტერესები იკვეთება.
რატომ გინდათ ჯიუტად ამ ფორმით დაამტკიცოთ? რადგან მის უკან კარგად იცით, დგას ,,ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი და მისი დედა,აგრეთვე, ივანიშვილის კარის ბიზნესმენი, ირაკლი რუხაძე.
ვერ ეწინააღმდეგებით, უბრალოდ, თორემ ყველამ კარგად იცით, რასაც აკეთებთ.
ეს იქნება ურბანული კატასტროფა. ასეთი მშენებლობა არ შეიძლება დედაქალაქის ცენტრში - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ირაკლი ნადირაძემ
დაამტკიცებს თუ არა საკრებულო აღნიშნულ პროექტს, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.