"კლოუნადას მაგონებს" - ქადაგიშვილი რუსი ჯაშუშის სკანდალურ აღიარებაზე

09.08.22 15:30
"კლოუნადას მაგონებს" - ქადაგიშვილი რუსი ჯაშუშის სკანდალურ აღიარებაზე

რუსი ჯაშუშის სკანდალურ აღიარებას ხელისუფლება ისევ ოპოზიციას უკავშრებს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ფაქტს კლოუნადას უწოდებს და  ფიქრობს, რომ ვსევოლოდ ოსიპოვი რიგითი რუსია, რომელიც პროვოკაციულად საუბრობს. 

როდესაც აქ მთელი სისტემა მუშაობს შიდა ოპოზიციური, რომ რამენაირად მოახდინოს სიტუაციის ესკალაცია, არ არის გამორიცხული, რომ ეს ჩცეულებრივი რუსია, რომელიც პროვოკაციულად ასეთ განცხადებას აკეთებს. ამაზე შესაბამისი ორგანოები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ცოტა კლოუნადას, მოდელირებულ კლოუნადას მაგონებს ასეთი განცხადებები, - ამბობს ქადაგიშვილი. 

ცნბილი ხდება, როგორ მუშაობს სააქართველოში რუსული აგენტურული ქსელი.  სკანდალურ ინფორმაციას ფარდას რუსი ჯაშუში ხდის. ხმაურიან  ინტერვიუს ვსევოლოდ ოსიპოვთან გამოცემა "ევრაზიანეტი " აქვეყნებს.

ინეტრვიუში  "ეფ ეს ბეს"  20 წლის აგენტი დეტალურად აღწერს   როგორ და რა მისიით გამოგზვანეს რუსულმა სპეცსამსახურებმა საქართველოში. გაშიფრული აგენტი თავად ყვება, როგორ დაიწყო მუშაობა თბილისის  ცენტრში ერთ -ერთ რესტორნაში და როგორ აგროვებდა ინფორმაციას  პუტინის რეჟიმს გამოქცეულ ადმაინებზე, მათი თავშეყრის აგდილებსა  და კონტაქტეზე.

სკანდალურ  ინტერვიუში  ჯაშუში ასევე, ამბობს, რომ იცნობს მინიმუმ რუსეთის ორ მოქალაქეს, როლებიც მასთან ერთად საქართველოში რუსეთის უშიშროების  სამსახურმა გამოგზვანა და ამ დრომდე ჩვენს ქვეყნაში იმყოფებიან.

 

მსგავსი სიახლეები