მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად "ვივა მედში" მეუფე ნიკოლოზი მივიდა

10.08.22 11:34
მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად  "ვივა მედში" მეუფე ნიკოლოზი მივიდა

მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად კლინიკა "ვივა მედში" ცოტა ხნის წინ მეუფე ნიკოლოზი მივიდა. სასულიერო პირის თქმით, კომენტარს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთებს. 

ჯერ ისევ უცნობია დაუშვებენ თუ უცხოელ ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილის საქმეში. მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდებიან, რადგან სწორედ ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული გადაუვადებენ თუ არა სააკაშვილს სასჯელს და გაუშვებენ თუ არა სამკურნალოდ საზღვარგარეთ.

მესამე პრეზიდენტთან დღეს შეხვედრას მისი ინტერესების დამცველიც გეგმავს.

მსგავსი სიახლეები