ხელისუფლება ანტიდასავლურ ისტერიას განაგრძობს - ენმ განცხადებას ავრცელებს
"ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ" ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც "ქართული ოცნება" იმიტირებულ პროცესში დაადანაშაულა.
ფრაქცია"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმდჯომარის არჩევის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ცდილობს, რათა აღნიშნულ პოსტზე მისთვის სასურველი კანდიდატი დასვას.
"ქართული ოცნების" მიერ რეკომენდაციის შესასრულებლად მხოლოდ იმიტაციურ პროცესს ადასტურებს უმრავლესობის გუშინდელი განცხადება, რაც ასევე, არის საგანგაშო, როდესაც ისინი მზად არიან შეცვლაონ ცენტრალური საარჩევნო კომიიის თავმდჯომარის დანიშვნის წესი, რომელიც მიშელის შეთანხმების ნაწილია და მოიცავს ორი მესამედი ხმებით დანიშვნას თავმჯდომარის, რაც გულისხმობს იმას, რომ მმარველი ძალის ინტერესშია არა საარჩევნო რეფორმა, როგორც ამას ევროკავშირის რეკომენდაციები გვეუბნება, არამედ არჩევნების ოლიგაქრიული სისტემის ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტად გამოყენება. დღემდე "ქართულმა ოცნებამ" ამ იმიტაციური პროცესის შემდეგ ვერ წარმოუდგინა საქართველოს საზოგადოებას კანდიდატის სტატუსისმისაღებად ვერცერთი კონკრეტული პროცესი, უფრო მეტიც, ჩვენ მხედველობაში გვაქვს ის პროცესი, რომელიც არის დახურული, რომელიც არის არასაჯარო და საქართველოს კანონმდებლობის მიღმა. უფრო მეტიც, საქართელოშ ზუსტად იმ ინტენსიუტ 6 თვიან პერიოდში გრძელდება ანტიდასავლური ისტერია და ძალიან მძიმეა, მაგრამ იწევს ამაზე საუაბარი, რუსული ინფილტრაცია. ჩვენ პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ჩვენს კოლეგებთან ერთად განვაგრძობთ ჩენს პარტნიორებთანდ ა სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურ მუშაობას, - განაცხადა დეკანოიძემ.