ადვოკატი ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის საქმეში გერმანელი ექსპერტები ოფიციალურად ერთვებიან
გადაწყვეტილება მიღებულია, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან - ამის შესახებ "ვივამედში " მისულმა მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა.
შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ბოლო ტექნიკური დეტალები ზუსტდება და ამერიკელი მედიკოსები საქართველოში ჩამოსასვლელად უკვე ემზადებიან.
ჯანმრთელობის კუთხით კარგად ვერ არის, ეს დღეებია, სიცხე მისცა. ჰქონდა მაღალი წნევები. აქვს ანთებითი პროცესიც.
შეხვედრის დროს სააკაშვილი დაინტერესდა ამერიკელი ექსპერტების ჩამოსვლის საკითხით, თუ მისცა მათ ნებართვა ჯანდაცვის სამინისტრომ. ამაზე იყო საუბარი ძირითადად.
თვის ბოლომდე გვინდა, სასამართლო პროცესი დავიწყოთ. ეს არ არის დიდი სასამართლო პროცესი, როგორც წესი, 2-3 სხდომაში მთავრდება-ხოლმე. ექსპერტებს ალბათ ერთი-ორი დღე დასჭირდებათ - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
მესამე პრეზიდენტის სამედიცინო დოკუმენტაციას ,,აკერმანის" სამედიცინო ცენტრის სპეციალისტები რამდენიმე კვირაა, სწავლობენ. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გერმანელი მედიკოსები სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავენ. ამის შემდეგ კი ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროვებას უნდა ველოდოთ, რომელზეც სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვაგრეთ ეტაპირება და მისთვის სასჯელის გადავადებაა დამოკიდებული.