რუსი ჯაშუშის სკანდალური აღიარება - ძალოვანი უწყებები ოსიპოვის გამოკითხვას ისევ არ აპირებენ

10.08.22 15:03
რუსი ჯაშუშის სკანდალური აღიარება - ძალოვანი უწყებები ოსიპოვის გამოკითხვას ისევ არ აპირებენ

რუსული "ეფ ეს ბეს" ჯაშუშის  სკანდალურ აღიარებას ხელისუფლება ისევ არ იმჩნევს. გაშიფრული აგენტის ხმაურიანი ინტერვიუს შემდეგ ვსევოლოდ ოსიპოვის გამოკითხვის აუცილებლობა ძალოვანმა უწყებებმა ისევ ვერ დაინახეს.

"პირველებმა" გამოძიების დაწყების მნიშვნელობასთან დაკავშირებით კითხვა პროკურატურის წარმომადგენელს ამირან გულუაშვილს დაუსვა. 

გულუაშვილი კითხვისთვის თავის არიდებას შეეცადა და თქვა, რომ აღნიშნულ საკითხთან  დაკავშრებით ინფორმაცია არ აქვს.

წარმოდგენა არ მაქვს რა საქმესთან დაკავშირებით საუბრობთ. თქვენ ფიქრიბთ, რომ მე უნდა ვიცოდე ყველა საქმის შინაარსი ან სამსახურებორივი შემხებლობა უნდა მქონდეს ამ საქმესთან? სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს თქვენს კითხვაში გაჟღერებულ საქმესთან დაკავშირებით. მე პროკურატურაში მაქვს ჩემი კომპეტენცია, რომელიც არ ვრცელდება აბსოლუტურად ყველა საქმეზე. სჯობს ალბათ, პრესცენტრთან გაარკვიოთ ეს საკითხი, - თქვა გულუაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის გაშიფრული აგენტი რამდენიმე კვირაა საჯაროდ  ყვება რა მისიით ჩამოვიდა საქართველში, როგორ მუშაობს რუსული აგენტურა ჩვენს ქვეყნაში   და რა დავალებებს იღებდა რუსული სპეცსამსახურებიდან. 

მსგავსი სიახლეები