"პრინციპში, გადაწყვეტილია" - გელბახიანი სააკაშვილის ექსპერტიზაში უცხოელი ექსპერტების ჩართვაზე

10.08.22 17:08
"პრინციპში, გადაწყვეტილია" - გელბახიანი სააკაშვილის ექსპერტიზაში უცხოელი ექსპერტების ჩართვაზე

ის, რომ მესამე პრეზიდენტის ექსპერტიზაში ამერიკელი ექსპერტების ჩართვა უკვე გადაწყვეტილია, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, ვალერი გელბახიანიც ადასტურებს. ინტერესების დამცველის თქმით, მოსაგვარებელი მხოლოდ ტექნიკური საკითხები დარჩა.

ამერიკელი ექსპერტები მზად არიან, სახელები და გვარებიც გარკვეულია, ქვეყნებიც გარკვეულია, დარგობრივი პროფილებიც გარკვეულია, უბრალოდ, იქ რაღაც პატარა პროცედურა იყო დარჩენილი ჯანდაცვის სამინისტროდან, ეგეც უკვე დაზუსტებულია. არის რაღაც ქვითრების მიტანა, დოკუმენტების მიწოდება, გაცვლა, აი, ამას რაღაც დრო სჭირდება, 2 დღეს, შეიძლება 3 დღე, მაგრამ პრინციპში, გადაწყვეტილია. კიდევ ვიმეორებ, არის ტექნიკური პროცედურა, როგორც კი დასრულდება პროცედურა, ჩამოსვლას წინ არაფერი უდგას. ფაქტობრივად, ეს არის ნებართვა ჩამოსვლაზე, - ამბობს ადვოკატი. 

გადაწყვეტილება მიღებულია, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ პირველად განცხადება მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გააკეთა.

მსგავსი სიახლეები