ასეთი გამხდარი არასრდოს მინახავს, 11 კგ აქვს დაკლებული - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

10.08.22 17:15
ასეთი გამხდარი არასრდოს მინახავს, 11 კგ აქვს დაკლებული - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, რომელმაც დღეს მესამე პრეზიდენტი კლინიკა ვივა-მედშ" მოინახულა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

სასულიერო პირი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან გამხდარია და სუსტად გამოიყურება. ამასთან, მეუფე ხაზს უსვამს, რომ ჯანმრთელობის უფლება ყველას აქვს და ამისთვის მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა საჭირო. 

პირველი, რომ შევედი რაც დავინახე, მე ასეთი გამხდარი არასდროს მახსოვს. 11 კილო მაქვს დაკლებულიო. ავადმყოფობით დაკლება ძალიან ცუდია. ჩვენ არ ვართ ისეთი განვითარებული ქვეყანა, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ქვეყნის შიგნით იყოს შესაძლებელი. ჯანმრთელობის უფლება, მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩემი აზრით, ყველას უნდა ჰქონდეს. მე ვამბობ, რომ პოლიტიკურია ეს გადაყწვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში აქ იქნება თუ საზღვარგარეთ წავა სამკურნალოდ, ამიტომ ეს არის პოლიტიკური ტიპის გადაწყვეტილება. მე ეს ვუთხარი, რომ სასოწარკვეთილება ახლოს არ უნდა გაიკაროს, - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი სიახლეები