მესამე პრეზიდენტის საქმე - მიხეილ სააკაშვილს დღეს "ემპათიას" ექიმები მოინახულებენ

11.08.22 11:27
მესამე პრეზიდენტის საქმე - მიხეილ სააკაშვილს დღეს "ემპათიას" ექიმები მოინახულებენ

მოვლენების ეპიცენტრი კლინიკა "ვივა მედია". მიხეილ სააკაშვილი საკნად ქცეულ პალატაში ცენტრ "ემპათიას" ექიმებს ელოდება. დღესვე იგეგმება კონსილიუმის გამართვა, სადაც სპეციალისტების პაციენტისთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობას კიდევ ერთხელ განიხილავენ. 

"ემპათიის" ხელმძღვანელმა გუშინ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ის კადრები ნახა, სადაც  მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში გადაყვანის პროცესია აღბეჭდილი.  მარიამ ჯიშკარიანს დარჩა განცდა, რომ მასალა სრულად არ იყო ნაჩვენები და ის დამონტაჟებული იყო.

გამოძიება მიმდინარეობს სრულიად არაეფექტურად. სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზიც დასკვნა ვერ უძლებს კრიტიკას. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს, ვფიქრობ, რომ დაცვის მხარემ უდა მოითხოვოს საზღვარგარეთ ამ ვიდეოჩანაწერების ექსპერტიზა, ვინაიდან ეს არ არის სრული მასალა. მაქვს ვარაუდი, რომ გარკვეულწილად ეს მასალა არის დაჭრილი, არ მოიცავს სრულად ეპიზოდებს და არის გარკვეულწილად ალბათ ხმაც დაფარული, - თქვა ჯიშკარიანმა. 

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, მესამე პრეზიდენტის ექსპერტიზაში ამერიკელი ექიმების ჩართის მოლოდინში არიან.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძის თქმით, უცხოელი ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვის მოლოდინში არიან.

ექსპერტები ჩამოვლენ მას შემდეგ, როდესაც მიიღებენ ნებართვას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან, იმედია, რამდენიმე დღეში ეს იქნება. მათ უნდა ჩაატარონ ექსპერტიზა, შემდეგ წაიღონ ჩაატარონ საექპერტო კვლევები და რამდენიმე დღეში გამოაგზავნონ საექსპერტო დასკვნა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდაში. აქდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, რაც შეიძლება მალე უნდა მივმართოთ სასამართლოს, რომ მას გადაევადოს სასჯელის მოხდა, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე. 

 

 

მსგავსი სიახლეები