დარწმუნებული ვარ, დასავლურ სპეცსამსახურებს აქვთ ივანიშვილის რუსეთთან კავშირების მტკიცებულებები - მანჯგალაძე
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ დასავლურ სპეცსამსახურებს გააჩნია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილი კრემლთან მჭიდრო კავშირები აქვს.
ხელისუფლები ოპონენტები იმასაც პროგნოზირებენ, რომ სანქციები არა მარტო ბიძინა ივანიშვილს, არამედ ,,ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებსაც დაკისრებათ.
ისინი თანამშრომლებდნენ არა მარტო რუსულ ბიზნესთან, არამედ რუსულ სპეცსამსახურებთანაც საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ,,გრუ"-სთან, ,,ეფესბე" -სთანაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ასეთ მტკიცებულებებს მოვიპოვებთ.
ევტუშენკოვთან ივანიშვილის საუბრის შემდეგ დარწმუნებული ვარ, ამაზე დიდი კონტაქტებიც არსებობს. უბრალოდ, ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ.
დარწმუნებული ვარ, დასავლეთის სპეცსამსახუირებს აქვთ ეს ინფორმაცია და როცა დადგება საკითხი ივანიშვილის სანქცირების, ამ მტკიცებულებებს გამოიყენებენ - აცხადებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლ;იდერი, პაატა მანჯგალაძე.
თუ ეხმარები პუტინის ომს პირდაპირ, ან ირიბად, ამაზე პასუხი უნდა აგო - ეს იყო საერთაშორისო სანქციების ჯგუფის ხელმძღვენლის, მაიკლ მაკფოლის, პასუხი კითხვაზე, ემუქრება თუ არა სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
ამერიკელი დიპლომატი კონკრეტულ გვარებზე ღიად არ საუბრობს, თუმცა მიანიშნებს და ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს ყველა პირი, კომპანია და მთავრობა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად კვებავს პუტინის ომს უკრაინაში.