ქართველი მებრძოლების მონაცემების ოკუპანტისთვის გადაცემა - თავდაცვის მინისტრი თავს იმართლებს
როგორ აღმოჩნდა ქართველი მებრძოლების პირადი მონაცემები ოკუპანტის ხელში - თავდაცვის მინისტრი თავის მართლების რეჟიმშია. ჯუანშერ ბურჭულაძის მტკიცებით, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების საქმეები თავდაცვის სამინისტროში არ ინახება, თუმცა მოკვლევა მაინც დაიწყეს.
ფაქტის გასაჯაროვებით გაბრაზებული მინისტრი სახელმწფიოს წინააღმდეგ ორგინიზებულ პროვოკაციაში ოპოზიციურ მედიას ადანაშაულებს.
ჩვენ დროს დავხურეთ ჩვენ ისეთი ინფორმაციაც კი, ბატონი ირაკლი ღარიბაშილის მინისტრობის დროს, რაც შეიცავდა ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობას და ა.შ. ჩვენ ვზრუნავთ, ჩვენ ვიცით რა მნიშვნელობა აქვს ჯარისკაცების პერსონალურ ინფორმაციას. თუმცა, ჩემი აზრით, ეს კამპანია არის პროვოცირებული ჩვენი ოპოზიციური მედიის მიერ, ეს არის ორგანიზებული პროვოკაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული, - ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძე.