კრიტიკული არხების დასანქცირება ჩვენი თვითმიზანი არ არის - სარჯველაძე

11.08.22 13:15
კრიტიკული არხების დასანქცირება ჩვენი თვითმიზანი არ არის - სარჯველაძე

კრიტიკული არხების დაჯარიმების საკითხი - "ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ მათი მიზანი არა კრიტიკული არხების დასანქცირება, არამედ კანონდარღევების აღმოჩენაა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოპოზიციურად განწყობილი არხები კანონდარღვევას სჩადიან, ამიტომ მათ სამართლებრივად პასუხი უნდა აგონ. 

კანონის დამრღვევები, ჩვენი მოსაზრებით, არიან ის მედიები, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულები არიან, პოლიტიკურად ოპოზიციურად განწყობილები არიან, შესაბამისად, ამან განაპირობა მხოლოდ მათი არსებობა. სანქცია არ არის ჩვენი თვითმიზანი, ჩვენი მიზანი არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, კანონი არსებობს, კანონს ესაჭიროება შესრულება, კანონის დაცვის მოვალეობა ყველას გვაქვს და როდესაც კანონი ირღვევა, ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებს იმისთვის, რომ სამართლებრივი გზებით ეს გარემოებები დადასტურდეს, რომ უდავო გახდეს, რომ ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას, - ამბობს სარჯველაძე. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" კრიტიკული არხების წინააღმდეგ მარეგულირებელ კომისიას რამდენიმე დღის წინ მიმართ. ხელისუფლება "ტვ პირველის", "მთავარის" და "ფორმულას" სოლიდური თანხით დაჯარიმებას ითხოვს.  საუბარია სარეკლამო რგოლზე, რომელიც ეთერებში არასაარცევნო პერიოდში გავიდა. 

კრიტიკული არხების დასანქცირების საკითხზე მარეგულირებელმა კომისიამ დღეს უნდა იმსჯელოს. 

 

მსგავსი სიახლეები