პასუხისგებაში უნდა მიეცეს - ,,ლელო" სოსო გოგაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარის ავტორის დაპატიმრებას ითხოვს
ვინც არ უნდა იყოს ის, პასუხისგებაში უნდა მიეცეს - ,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, ხელისუფლებას მოუწოდებს, რეაგირება მოახდინოს ციხეში სოსო გოგაშვილის მისამართით გაჟღერებულ მუქარაზე.
ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სოსო გოგაშვილმა მნიშვნელოვანი დოკუმენტები გაასაჯაროვა.
როცა ასეთ განცხადებას აკეთებს ადამიანი, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ეს აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული და დადგენილი, ვისგან მოდის ეს საფრთხე და ეს ადამიანი პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული, ვინც არ უნდა იყოს ის.
როცა ასეთი განცხადება კეთდება, მით უმეტეს, იმ ადამიანისგან, რომელმაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაასაჯაროვა, რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს შესაბამის გამოძიებას - განაცხადა ,,ლელოს" ლიდერმა.
დღეს სუსი-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა, განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მოკვლით ემუქრება მას და მის ოჯახს.