აუცილებელია, ჩვენს გუნდს მსჯელობა ჰქონდეს იმ საკითხებზე, რაც 4 დეპუტატის წერილშია მოყვანილი - რატი იონათამიშვილი
აუცილებელია, ჩვენი გუნდი უახლოეს მომავალში შეიკრიბოს და გვქონდეს მსჯელობა იმ საკითხებზე, რაც ოთხი დეპუტატის წერილშია წარმოდგენილი - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა, განაცხადა.
ვვარაუდობ, რომ ასეთივე რეაქცია ექნება ჩვენს საზოგადოებასაც. ვფიქრობ, აუცილებელი იქნება ჩვენი გუნდი უახლოეს მომავალში შეიკრიბოს და ჩვენს შეხვედრაზე გვქონდეს მსჯელობა იმ საკითხებზე, რაც ამ წერილშია წარმოდგენილი – თქვა იონათამიშვილმა.
დღეს ,,ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც ამერიკის საელჩოს ღიად დებენ ბრალს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებებსა და რადიკალურ ოპოზიციასთან კავშირში.