ეს პოლიტიკური განხილვაა, ,,ოცნება" რომ მოსარჩელეა, ეს იურიდიული აბსურდია - ნანა აბურჯანიძე

11.08.22 17:22
ეს პოლიტიკური განხილვაა, ,,ოცნება" რომ მოსარჩელეა, ეს იურიდიული აბსურდია - ნანა აბურჯანიძე

ეს არის პოლიტიკური განხილვა და იურიდიული აბსურდი -  ,,ტვ პირველის" დირექტორმა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ კრიტიკული არხების დასანქცირების მოთხოვნით არსებული სარჩელის მიღება შეაფასა.

ნანა აბურჯანიძე ამბობს, რომ უკვე ყველაფერი იყო გადაწყვეტილი და მარეგულირებელ  კომისიას მომზადებული ჰქონდა, თუ რა განხილვა ექნება 23 აგვისტოს. 

სხვა მოლოდინი გარდა იმისა, რომ მარეგულირებელი კომისია ამ საქმეს წარმოებაში მიიღებდა, არ მქონდა. თვითონ ამ სხდომაზეც იურისტები ისე იყვნენ მომზადებული, უკვე სარეზოლუციო ნაწილიც მომზადებული ჰქონდათ, ყველაფერი გამზადებული, რომ გამოეცხადებინათ, როგორი არსებითი განხილვა ექნებათ 23 აგვისტოს. 

მათ არ უნდოდათ ალბათ, რომ ჩვენ რაღაც პოზიცია გაგვეჟღერებინა. თუმცა, რაც გავაჯღერეთ, არც ერთი მხედველობაში არ მიიღეს. 

,,ქართული ოცნება" რომ მოსარჩელეა, ესეც კი იურიდიული აბსურდია. ამიტომაც არის პოლიტიკური ეს განხილვა, ეს ქეისი - აცხადებს ,,ტვ პირველის" დირექტორი, ნანა აბურჯანიძე

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს წარმოაებაში მიიღო ,,ქართული ოცნების" სარჩელი. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კრიტიკულ არხებზე არასაარჩევნო დროს გასული კლიპი პოლიტიკური რეკლამაა. გარდა ამისა, კლიპში ჩასმულ, ხელისუფლების პირველი პირების ანტიევროპულ კომენტარებს, მამრთველი პარტია დამახინჯებულ მოსაზრებებად მიიჩნევს.

კომისიის მომდევნო სხდომა 23 აგვისტოს გაიმართება. თუ ბექაურის უწყება დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, თითოეული ტელევიზია 200 ათასი ლარით დაჯარიმდება.

მსგავსი სიახლეები