მუქარა თუ ზეწოლა არის ,აბსოლუტურად მიუღებელია - ნაცვლიშვილი გოგაშვილის სკანდალურ განცხადებაზე

11.08.22 17:37
მუქარა თუ ზეწოლა არის ,აბსოლუტურად მიუღებელია - ნაცვლიშვილი გოგაშვილის სკანდალურ განცხადებაზე

"ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი, სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის, ახალ სკანდალურ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მუქარა, ნებისმიერ შემთხვევაში, მიუღებელია.

მისი თქმით, თუკი ადამიანს რაიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ამისთვის ის უნდა გასამართლდეს და არა მუქარის სამიზნე  გახდეს.

გოგაშვილი დღეს არის პატიმრობაში, გასაგებია, რომ ხელისუფლებას მის მიმართ აქვსარაჯანსაღი ინტერესი. თუ მაქვს აქვს ჩადენილი დანაშაულები და საზოგადოებაშ არსებობს დასაბუთებული, ძალიან მძიმე ეჭვები, რომ ის იყო ჩარეული მძიმე დანშაულებში, ამისთვის ადამიანები უნდა გასამართლდნენ. ოჯახის წევრებზე შურისძიება თუ მუქარა თუ ზეწოლა არის აბსოლუტურად მიუღებელი სამართლებრივადაც, მორალურადაც, ყველანაირად, - ამბობს ნაცვლიშვილი. 

შეგახსნებთ, რომ სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშილმა ციხის საკნიდან დღეს მორიგი სკანდალური განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ბიძნა ივანიშვილი პირადად მას  და მის ოჯახს განადგურებით დაემუქრა.   

მსგავსი სიახლეები