დაასრულეთ ორმაგი სტანდარტი - მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის საელჩოს კვლავ თავს ესხმის
დაასრულეთ ორმაგი სტანდარტი - ,,ოცნებიდან" ფორმალურად წასული მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის საელჩოს კვლავ თავს ესხმის.
ყაველაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ ე.წ. განდგომილ ოთხეულს აშშ-ის საელჩოს და ელჩ დეგნანის დისკრედიტაცია სურს.
როცა ,,ფორმულას" დამფინანსებელი არის ოლიგარქი და ოლიგარქიაზე გვესაუბრებიან ევროპარლამენტიდან და ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ, ეს არის ორმაგი მიდგომა, ორმაგი სტანდარტი და არგამიჯვნა სწორედ იმ პროცესებისა, რაც წერილში მოყვანილია.
ჩვენ არ ვადანაშაულებთ საელჩოს და არ გვსურს მისი დისკრედიტაცია. ჩვენ ვითხოვთ, რომ დაასრულონ ეს ორმაგი სტანდარტი, პირდაპირ ესაუბრონ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას და არ მოხდეს ასეთი მანიპულაციები, რაც ზედაპირზეა - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
,,ოცნებიდან" ფორმალურად წასულმა ოთხეულმა მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრტივი მოძრაობა ,,ხალხის ძალის" სახელით წერილი გამოაქვეყნა, სადაც თავს ესხმიან ამერიკის ელჩს. ოთხეული კელი დეგნანს რადიკალურ ოპოზიციასთან კავშირსა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებებში ადანაშაულებს.