"ოცნებამ" გახარიას გუნდის წევრები მოისყიდა - "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს
როგორ ცდილობს "ქართული ოცნება" პარტია "საქართელოსთვის წევრების გადაბირებას - გახარიას გუნდი განცხადებას ავრცელებს.
გუნდის ინფორმაციით, სახელისუფლებო პარტიის წევრებმა ხობის მუნიციპალიტეტში გარკვეული დაპირებების სანაცვლოდ ექსპრემიერის გუნდის ორი წევრი გადაიბირეს.
პარტია "საქართველოსთვის" გადაწყვეტილებით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულს "ოცნების" მიერ მოსყიდული და გადაბირებული წევრები, ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია, გარიცხული არიან პარტია "საქართველოსთვის" რიგებიდან.
დღეს "ოცნების" მხრიდან განხორციელებული ზეწოლისა და ფინანსური სარგებლის დაპირების შედეგად პარტია "საქართელოსთვის" ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორმა მოსყიდულმა, გადაბირებულმა წევრმა, ნუგზარ შუშანიამ და მაკა ჩარტიამ დატოვეს ფრაქცია "ხობი - საქართველოსთვის", მათ შორის, ნუგზარ შუშანიას დაპირედნენ საკრებულოს თავმდჯომარეის მოადგილის თანამდებობას, ხოლო მეორეს, მაკა ჩარტიას, უმუშევარი მეუღლის დასაქმებას.
მაშინ, როდესაც "ოცნების" მზიანმიმართული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის სუვერენტიტეტს და დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, ხოლო ქვეყანა მრავალი თაობის ცივილიზაციური არჩევანის, ქვეყნის ევროპული მომავლის პერპსექტივის წინაშეა, "ქართული ოცნება" აგრესიულად აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ მთელი ასქართელოს მასშტაბით, - განაცხადა პარტია "საქარტელოსთვის"პოლიტიკურმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ.