შს მინისტრი შარშია - გოგაშვილის ადვოკატები გენერალურ პროკურატურას მიმართავენ
სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის მორიგი სკანდალური განცხადებიდან 17 საათი გავიდა, თუმცა სოსო გოგაშვილის ბრალდებებით არც პროკურატურა და არც ინსპექტორის სამსახური დაინტერესებულა. საუბარია გოგაშვილის მიერ შს მინისტრის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებზე, სადაც მან ვახტანგ გომელაური მუქარაში დაადანაშაულა.
ოჯახი გამოძიების დაწყებას ითხოვს და სკანდალური წერილი გენერალურ პროკურატურაში მიაქვს. მთავარი მტკიცებულება ახლა ციხის კამერები და მობილური ტელეფონია.
თავდაპირველად ჩვენ, რა თქმა უნდა, სურვილი გვქონდა, მამაჩემის დაკავებისთანავე, რომ მოგვიანებით ის გვენახა, მაგრამ მტკიცე უარი მივიღეთ და გვქონდა ინფორმაცია, რომ არ ჰქონდა უფლება არც სატელეფონო საუბრის და არც შეხვედრებთან დაკავშირებით, მაგრამ ერთ დღეს უკავშრდებიან ჩვენს ადვოკატს და მისგან ვიღებთ, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ, ჩემი ყველა ძმები, დედაჩემი, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. ეს იყო 30 ივლისი, არასამუშაო საათები, რა დროსაც მოვინახულეთ მამაჩემი და მან შეგვატყობინა ინფორმაცია, რომ მასზე განხორციელდა ციხეში მუქარა, რომ ის უნდა გაჩმებულიყო და ასევე, ჩვენც უნდა გავჩუმებულიყავით. აღარ უნდა გვესაუბრა იმ დარღევებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა ჩენი ოჯახის წინააღმდეგ და ამასთან დაკავშირებით შევიტყვეთ. რა თქმა უნდა, ეს შანსი გამოვიყენეთ, იმიტომ, რომ გვენახა მამაჩემი, დავრწმუნებულიყავით, რომ ჯანმრთელად იყო, - ამბობს სოსო გოგაშილის შვილი, ნინო გოგაშვილი.
სოსო გოგაშვილის უფლებადამცველის ინფორმაციით, რუსთავის ციხეში სოსო გოგაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა შსს მინისტრი და მოსთხოვა, მათთვის სასურველი ინფორმაცია გაეჟღერებინა. რამაზ ჩინჩალაძის ინფორმაციით, სოსო გოგაშვილი გაიყვანეს ციხის საშხაპეში, სადაც მიუთითეს ფანჯრის რაფაზე დადებულ ტელეფონზე და მოთხოვეს, ეპასუხა. ამასთან დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გოგაშვილს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.