დავით არახამია "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს იმეორებს - თალაკვაძე
უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებას "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე არამეგობრულს უწოდებს. საუბარია განცხადებაზე, სადაც არახამიამ ივანიშვილის ხელისუფლება პრორუსულად მოიხსენია.
მმართველი გუნდის წევრის თქმით, არახმია "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს იმეორებს.
ვინაიდან ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა იმყოფება რუსეთთან ომშ, ჩენ, რა თქმა უნდა, თავს ვიკავებთ მთელი ამ თეების განმავლობაში, რომ გავაკეთოთ ის შეფასებები, კონკრეტულ პოლიტიკურ პირებთან მიმართებაში უკრაინის ხელისუფლებიდან, რომელსაც სინამდვილეში ისინი იმსახურებენ. რაც შეეხება დავით არახამიას, პირდაპირ და მოკლედ მინდა გითხრათ, რომ მისი მხრიდან ეს არის საქართველოს მიმართ არამეგობრული განცხადებები. როდესაც უკრაინაშ არის ომი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის გასაკვირია, რომ პოლიტიკოსები, მათ შპრის, პარლამენტის, მაღალი თანამდებობის პირები იცლიან იმისთვის, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. მისი განცხადებები პირდაპირ იმეორებს საქართველოში რადიკალური ოპოზიციის "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს, - ამბობს თალაკვაძე.