გოგაშვილის ბრალდებები შს მინისტრის მიმართ - ომბუდსმენის აპარატი საქმის გამოძიებას ითხოვს
სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალდებები შს მინისტრის მიმართ - სახალხო დამცველის აპარატი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს სოსო გოგაშვილის განცხადებებით დაინეტერესდეს.
ომბუდსმენის პარატი მიმართავს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსაც ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივებას მოითხოვს.
ის ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა მისი ოჯახის წევრების და ადვოკატის მხრიდან, მან დაადასტურა, მის მიერ აღნიშნული იქნა, რომ გარკვეულ მუქარებს ჰქონდა ადგილი. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დაფიქსირდა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი, სადაც მას ესაუბრბეოდნენ და ამ მუქარებს ჰქონდა ადგილი. ეს ქმედებები, ჩვენი აზრით, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომლებზეც რეაგირება აუცილებელია სპეციალური საგამოძებო სამსახურის მხრიდან და იმედი გვაქვს, რომ ამ კუთხით დაიწყება გამოძიება და ეფექტური გამოძიება ჩატარდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ის პერიმეტრი, სადაც ის საუბრობდა, რომ მას უწევდა გადაადგილება და სადაც ხდებოდა კომუნიკაცია, უნდა ყოფილიყო კამერებით აღჭურვილი და ამ ნაწილშიც იმედი გვაქვს, რომ ესეც იქნება შესწავლილი. ჩვენ გუშნ ღამევე მივმართეთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და მოვითოვეთ იმ ვიდეოჩანაწერების დაარქივება, სადაც, სავარაუდოდ, სოსო გოგაშილის მიერ აღწერილი ქმედებები მიმდინარეობდა, - ამბობს საქართელოს სახალხო დამცველის მაოდგილიე გიორგი ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილის უფლებადამცველის ინფორმაციით, რუსთავის ციხეში სოსო გოგაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა შს მინისტრი და მოსთხოვა, მათთვის სასურველი ინფორმაცია გაეჟღერებინა.
რამაზ ჩინჩალაძის ინფორმაციით, სოსო გოგაშვილი გაიყვანეს ციხის საშხაპეში, სადაც მიუთითეს ფანჯრის რაფაზე დადებულ ტელეფონზე და მოსთხოვეს, ეპასუხა. ამასთან, დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გოგაშვილს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.