არახამიას განცხადებაში ამოვიკითხე ისიც, რომ ,,ოცნების" ლიდერებს სანქციები არ აცდებათ - ლევან ხაბეიშვილი

12.08.22 13:30
არახამიას განცხადებაში ამოვიკითხე ისიც, რომ ,,ოცნების" ლიდერებს სანქციები არ აცდებათ - ლევან ხაბეიშვილი

ზელენსკსი მთავრობის მაღალჩინოსნის, დავით არახამიას განცხადებას, რომელიც მან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გააკეთა, ოპოზიციის შეფასებები მოჰყვა.

,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, არახამიას განცხადებაში ამოიკითხა ის ფაქტი, რომ ,,ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციების საფრთხე მიუახლოვდა. 

არახამიას განცხადებაში ამოვიკითხე ისიც, რომ ძალიან ბევრ საქართველოს ე.წ. მოქალაქეს, აბა ამ ადამიანებს სამშობლოდ საქართველო არ მიაჩნიათ, ასე რომ იყოს, ისე არ მოიქცეოდნენ, როგორც იქცევიან, საბოლოო ჯამში, მათ არ აცდებათ სანქციები. ეს სანქციები არის ძალიან ახლოს, ვიდრე წარმოუდგენია რუს ოლიგარქს - განაცხადა ხაბეიშვილმა.

,,გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია, ეთანხმება არახამაის შეფასებას იმ საკითხში, რომ ,,ოცნების" ხელისუფლება რუსულ საქმეების კეთებაშია შემჩნეული.

სიტყვა პრორუსული  რას უნდა ნიშნავდეს, შესაძლებელია, მე კარგად არ მესმოდეს. მაგრამ ვიცი, რა არის რუსული საქმე. 

რუსული საქმე არის ნებისმიერი შეცდომა, რომელსაც ამ ქვეყნის ხელსიუფლება უშვებს, რიტაც ხელს უშლის ქვეყნის მომავლის განვითარებას. ნებისმიერი ასეთი საქმე არის პრორუსული. ასეთ საქმეებს, მოგეხსენებათ, ეს ხელისუფლებაც ბლომად აკეთებს და სხვა ხელისუფლებებიც - ამბობს იაგო ხვიჩია.

 ზელენსკის მთავრობის მაღალჩინოსანმა, დავით არახამიამ, ივანიშვილის რეჟიმი კიდევ ერთხელ ამხილა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან აგვისტოს ომის დღეებშიც კი რუსული ნარატივი ისმის.

 

მსგავსი სიახლეები