მძიმე ბრალდებები შს მინისტრის მიმართ - "ოცნება" ვახტანგ გომელაურს იცავს

12.08.22 13:30
მძიმე ბრალდებები შს მინისტრის მიმართ - "ოცნება" ვახტანგ გომელაურს იცავს

"ქართული ოცნება" ვახტანგ გომელაურს გადაეფარა. უმძიმეს ბრალდებებში დადანაშაულებულ შინაგან საქმეთა მინისტრს სახელისუფლებო პარტია დილიდან იცავს. ამბობენ, რომ ყოფილი თანაგუნდელი სოსო გოგაშვილი ცრუ ბრალდებებს აჟღერებს, ვახტანგ გომელური კი პრინციპული და კანონმრორჩილი ადამიანია.

"ქართული ოცნება" ვახტან გომელაურის წინაღმდეეგ გამოძიების დაწყების აუცილებლობას ვერ ხედავს.

ვახტანგ გომელაურზე მინდა გითრათ, რომ ის არის ძალიან პრინციპული ადამიანი, ის ყოველთვის ხელმძღვანელობდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებით, ხელმძღვანელობდა საქართელოს კანონმდბელობით თავის საქმიანობაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მის მიმართ გაკეთებული ეს ბრალდებები არის დაუსაბუთებელი და არის უსაფუძვლო. ემსახურება ძირითადის აქმიდან ყურადღების გადატანას, - თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილის უფლებადამცველის ინფორმაციით, რუსთავის ციხეში სოსო გოგაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა შს მინისტრი და მოსთხოვა, მათთვის სასურველი ინფორმაცია გაეჟღერებინა.

რამაზ ჩინჩალაძის ინფორმაციით, სოსო გოგაშვილი გაიყვანეს ციხის საშხაპეში, სადაც მიუთითეს ფანჯრის რაფაზე დადებულ ტელეფონზე და მოსთხოვეს, ეპასუხა. ამასთან, დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გოგაშვილს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.  

 

მსგავსი სიახლეები