რუსეთის მოქალაქეები უკონტროლო შემოდინება საქართველოში - ხაბეიშვილი ფაქტებს ასაჯაროვებს
რუსეთის მოქალაქეები უკონტროლო შემოდინება საქართველოში - ლევან ხაბეიშვილი ფაქტებს ასაჯაროვებს. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ბოლო 6 თვეში რუსებმა, ფაქტობრივად, გლდანის და ვარკეთილის ერთი მიკრორაიონი იყიდეს.
ირკვევა, რომ რუსეთის 16 400-ზე მეტ მოქალაქეს საქართველოში ბინადრობის მოწმობა უკვე აქვს. დარეგისტრირებულია 3 200--ზე მეტი უძრავი ქონება და 6 000-ზე მეტი რუსი ინდმეწარმე დარეგისტრირდა.
რუსეთის 16 480 მოქალაქეს უკვე აქვს ბინადრობის მოწმობა საქართველოში. ამასობაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უკანსკნელი 6 თვის განმავლობაში 3 200-ზე მეტი უძრავი ქონება დაირეგისტრირეს რუსეთის მოქალაქეებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ვარკეთილის ან გლდანის ერთი მიკრორაიონი შეიძინეს მხოლოდ უკანასკნელ 6 თვეში. ეს არის სახიფათო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იმ პირობებში, როცა საქართველოს ხელისუფლება არ აკონტროლებს არაფერს. ჩვე იუსტიციის სამინისტროსთვის და ხელისუფლებისთვის გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, რომელიც უკავშირდება ტურსიტების მხოლოდ 1 თვით შემოშვებას, - თქვა ენმ-ს წევრმა.