ადვოკატის თქმით, სოსო გოგაშვილთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურია შესული

12.08.22 15:17
ადვოკატის თქმით, სოსო გოგაშვილთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურია შესული

სოსო გოგაშვილთან ამ წუთებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურია შესული. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა დიმიტრი ღონღაძემ განაცხადა.

ინტერესების დამცველის თქმით, სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს გამომძიებლები კითხვებს შს მინისტრი მუქარასთან დაკავშირებით  და მასზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით დაუსვამენ. 

ამ დროისათვის სოსო გოგაშვილთან შემოსულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი გამომძიებელი, რომელიც გამოკითხავს გუშინდელ ჩვენს მიერ გავრცელებული ფაქტების ირგვლივ. სოსო გოგაშვილმა შეძლო და ამ პირობებში მოიპოვა შეძლებისდაგვარად მაქსმალური მტკიცებულებები, ეს არის ტელეფონის ნომრები. იცით, რომ მან დააფიქსირა ის ნომრები, რომელი ნომრებიდანაც დაურეკეს მას და მოვითოხვთ ამ ორი ტელეფონის ანძების მონაცემებს. მან მოახერხა და იმ ტელეფონიდან, რომლიდანაც ესაუბრებოდა საქართელოს შს მინისტრს, მოახდინდა ანაბეჭდების აღება. ეს წებოვანი ლენტი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, უკვე გარეთ არის გამოტანილი პენიტენციური დაწესებულებიდან.

სოსო გოგაშვილის ტეელფონზე საუბრის ორგანიზებას უწევდა პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი, - ამბობს დიმიტრი ღონღაძე. 

მსგავსი სიახლეები