"ყველა პატიმარი სარგებლობს საშხაპეში შესვლის უფლებით" - რატი ბრეგაძე გოგაშვილის შესახებ კითხვას არ პასუხობს
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე არ პასუხობს კითხვას, გასაჯაროვდება თუ არა ვიდეოკადრები, სადაც სოსო გოგაშვილის საკნიდან საშხაპეში გაყვანის ეპიზოდია აღბეჭდილი.
ამასთან, მინისტრი ადასტურებს, რომ სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი ოჯახის წევრებს ნამდვილად შეხვა და ეს კანონის სრული დაცვით მოხდა.
რაც შეეხება ბატონ გოგაშვილს, ბატონი გოგაშვილი საუბრობდა ასევე, იმის შესახებაც და მისი ოჯახის წევრებიც, რომ შედგა მისი შეხვედრა ოჯახის წევრებთან. რა თქმა უნდა, ამას დავადასტურებ, რომ ნამდვილად შედგა გოგაშვილის შეხვედრა მის ოჯახის წევრებთან მისივე თხოვნით და კანონმდებლობის სრული დაცვით.
თქვენთვის კარგად ნაცნობია, რომ ამ გამოძიებაში საქმის მასალებს ადევს გრიფით საიდუმლო და მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მისი შეხვედრა ოჯახის წევრებთან იყო კანონმდებლობის სრული დაცვით. სხვათა შორის, ბატონო გოგაშვილი ძალიან დიდი მადლიერებას გამოხატავდა პენიტენციური სამსახური თანამშრომლების მიმართ. მისი ქცევაც იყო ძალიან დადებითი და გკრვეული წახალისება იყო...
პენიტენციური დაწესებულებაში აბსოლუტურად ყველა ქმედება ხორციელდება კანონის საფუძველზე. დანარჩენი ახლა... ნებისმიერიმა ადამიანმა შეიძლება განაცხადა ბევრი რამ. ზოგადად, ამ ადამიანმა აირჩია, აქვს თავისი არჩევანი... მის გამოხატვის თავისუფლებაში ჩვენ ვერ ჩავერევით. ზოგადად, ყველა პატიმარი სარგებლობს საშხაპეში შესვლის უფლებით, მათ შორის, ბატონი გოგაშვილი..., - თქვა რატი ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილის უფლებადამცველის ინფორმაციით, რუსთავის ციხეში სოსო გოგაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა შს მინისტრი და მოსთხოვა, მათთვის სასურველი ინფორმაცია გაეჟღერებინა.
რამაზ ჩინჩალაძის ინფორმაციით, სოსო გოგაშვილი გაიყვანეს ციხის საშხაპეში, სადაც მიუთითეს ფანჯრის რაფაზე დადებულ ტელეფონზე და მოსთხოვეს, ეპასუხა. ამასთან, დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გოგაშვილს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.