არ მივიღებ ამ ვიღაც არახამიას საყვედურს - ირაკლი ქადაგიშვილი
ზელენსკის გუნდის მწვავე კრიტიკამ და პრორუსულ ხელისუფელებაში კიდევ ერთხელ დადანაშაულებამ ,,ქართული ოცნება" წყობიდან გამოიყვანა.
სახელისუფლებო პარტიაში ისევ საქართველოს ომის ჩართვის მცდელობის რიტორიკას იშველებენ და ამტკიცებენ, რომ ოფიციალურ კიევს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურს.
,,ქართული ოცნების" თავდასხმის სამიზნე ისევ უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით არახამიაა და ტრადიცულად ბრალდებებს ბრალდებითვე პასუხობენ. მმართველ პარტიაში უკვირთ, რატომ რჩება თავისუფალი დრო ომში მყოფი ქვეყნის ერთ-ერთ ლიდერს სხვა სახელმწიფოს მიმართ კრიტიკული განცხადებებისთვის.
არახამიას საკითხი დიდი ხანია, შეფასებულია. ეს ადამიანი მუშაობს იმაზე მიზანმიმართულად, რომ დაანგრიოს საქართველო-უკრაინის ურთიერთობა, მოახდინოს რამენაირად ჩვენს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინოს, რაც მას მიაჩნია, რომ მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა გახდება.
ვერ მივიღებთ ამ ვიღაც არახამიას საყვედურს იმის გამო, რომ საქართველო რუსეთს მეორე ფრონტს არ უხსნის - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.