სააკაშვილის პოზიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია - აკაკი მინაშვილი

20.04.21 15:11
სააკაშვილის პოზიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია - აკაკი მინაშვილი

"ნაციონალური მოძრაობა"  შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციებს იზიარებს. ,,ენმ"-ს ერთ-ერთი ლიდერი, აკო მინაშვილი, ამბობს, რომ ხელმოწერისა და შემდგომი მოლაპარაკების გასაგრძელებლად აუცილებელია, რომ მათი პარტიის თავმჯდომარე  დაუყონებლივ გათავისუფლდეს ციხიდან. 

სააკაშვილის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, ის არის ამ პარტიის ლიდერი, თუმცა ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს პოზიციას, რომ მელია უპირობოდ უნდა გამოვიდეს და მელიას გამოსვლის შემდეგ შეიძლება, გაიხსნას სივრცე შემდგომი მოლაპარაკებისთვის, ჩვენ განვიხილავთ, ერთად დავსხდებით, ამას სჭირდება დისკუსია, მე მაქვს პირადად გარკვეული წუხილები. შეიძლება, სხვა ადამიანებსაც ჰქონდეთ გარკვეული წუხილები ამ დოკუმენტთან დაკავშირებით - ამბობს აკო მინაშვილი.