"რატი ბრეგაძე იტყუება" - გოგაშვილის მეუღლე იუსტიციის მინისტრს ამხელს

12.08.22 17:10
"რატი ბრეგაძე იტყუება" - გოგაშვილის მეუღლე იუსტიციის მინისტრს ამხელს

სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი იუსტიციის მინისტრის ტყუილში ადანაშაულებს. საუბარია რატი ბრეგაძის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ გოგაშვილის ოჯახთან შეხვედრა კანონის სრული დაცვით მოხდა.

გოგაშვილის მეუღლე ამბობს, რომ ბრეგაძემ ის გაახმოავან, რაც უბრძანეს. 

მინდა რატი ბრეგაძეს მივმართო, ამხელა თანადებობის პირია და რასაც ის აკეთებს ახლა და ამბობს, რომ თურმე სრული კანონის დაცვით მოხდა, იტყუება. იმიტომ, რომ პირველი სასამართლო რომ ჩატარდა იოსბე გოგაშილის, მაშინ ჩვენ ადვოკატებმა გვითხრეს, რომ არც სატელეფონო ზარი და არც პაემანი არ იყო დაშვებული, ყველაფერი ჰქონდა შეზღუდული. ჩვენ ეს ვიცოდით, მაგრამ 30 ივლისს დამირეკა ჩვენმა ადვოკატმა და მითხრა, რომ ყველა ოჯახის წევრების პირადობები გადმომიგზავნეთ, ციხეზე უნდა შეგვიყვანოთო და ჩემთვის მართლა გასაოცარი იყო, როცა ვიცოდით, რომ არანაირი შესვლა და არანაირი სატელეფონო კომუნიკაცია არ გვქონდა და უცებ გვეუბნებიან, უნდა შეხვიდეთ. თან არასამუშაო დღეს, შაბათი დღე იყო. არ ვიცი, რაც უბრძანეს ალბათ რატი ბრეგაძეს, იმას იმეორებს, თორემ კაცი, რომელიც კაცობს, ამას ვერ იტყოდა, მაგრამ მაგათ ყველანაირი სირცხვილის გრძნობა აქვთ დაკარგული და ყველაფერზე წამსვლელები არიან, იმიტომ, რომ მათია პასტაც და ფურცელიც, რასაც უნდათ დაწერენ, - ამბობს თეა მარტყოფლიშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები