დაარღვია თუ არა გოგაშვილთან მიმართებაში კანონი იუსტიციის მინისტრმა?- ოპოზიციის შეფასება

13.08.22 11:20
დაარღვია თუ არა გოგაშვილთან მიმართებაში კანონი იუსტიციის მინისტრმა?-  ოპოზიციის შეფასება

დაარღვია თუ არა კანონი იუსტიციის სამინისტრომ სოსო გოგაშვილთან მიმართებაში? - ოპოზიცია ამბობს, რომ ,,ქართული ოცნება" ყველაფერზე წამსვლელი ძალაა და შეეცდება, ყველა განსხვავებული აზრი ჩაახშოს. მით უმეტეს, თუკი ამ განსხვავებულ აზრს მათი ყოფილი თანაგუნდელი გამოხატავს.

მართლაც რუსული ოცნების პოლიტიკოსები შეწუხებული არიან ბატონი გოგაშვილის აი ამ პატიმრობით. თუ რამდენად ჰქონდა ამ ყველაფერს ადგილი, მის წინააღმდეგ კანონის დარღვევას პენიტენციურ დაწესებულებაში, ეს ყველაფერი ხომ არ დაიმალება? 

ნდობა ამ ხელისუფლების მიმართ არის ნულოვანი, ამიტომ ყველანაირ ვარაუდსა და ეჭვს აქვს არსებობის უფლება. 

რა, ვერ იკადრებდნენ, თუ არ იკადრებდნენ?! - ამბობს ,,ენმ"-ს ლიდერი, ნიკა მელია. 

გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას, აზრით, ის ინფორმაცია, რაც სოსო გოგაშვილმა გააჟღერა, ადვილად გადასამოწმებელია.

ბატონმა გოგაშვილმა თქვა ისიც, თუ რომელი ტელეფონიდან, რა ნომრიდან დაურეკეს. შესაბამისად, ეს ფაქტი დამტკიცებადია ან ისე, ან ასე.

რად გვინდა მარჩიელობა იმ ფაქტზე, რომელიც დამტკიცებადია? - კითხულობს იაგო ხვიჩია.

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გვარწმუნებს, რომ სოსო გოგაშვილთან ოჯახი არასამუშაო დღეებსა და საათებში კანონიერად შეუშვა, თუმცა სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახი მინისტრს სიცრუეში ამხელს.

30 ივლისი და სამი აგვისტო - ეს ის დღეებია, როცა ოჯახის წევრები სოსო გოგაშვილის სანახავად რუსთავის ციხეში შევიდნენ. პირველი ვიზიტის დროს კი მათთვის არც დოკუმენტების წარდგენა მოუთხოვიათ და არც რაიმე ტიპის სხვა ბარიერი შექმნიათ. ეს კი იმ ფონზე მოხდა, როცა გოგაშვილის საქმეზე განაჩენი არ დამდგარა და მას პაემნები აკრძალული აქვს.

 

მსგავსი სიახლეები