კოვიდისთვის გამოყოფილი თანხა უპრაგონოდ არ იხარჯება - ირაკლი ქადაგიშვილი

03.03.21 15:33
კოვიდისთვის გამოყოფილი თანხა უპრაგონოდ არ იხარჯება - ირაკლი ქადაგიშვილი

კოვიდპანდემიის ხარჯზე ნაყიდი ავტომობილები და უფუნქციოდ დარჩენილი 52 მილიონი ევრო - ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ პასუხობენ. მმართველი პარტიის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი, ამბობს, რომ კოვიდთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა მიზნობრივად იხარჯება. მისი განმარტებით, სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის ავტომობილები აუცილებელი ატრიბუტია და საგანგაშო ამაში არაფერია. ქადაგიშვილის თქმით, მსგავსი ბრალდებები ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიაა.

კოვიდისთვის  გამოყოფილი თანხა როგორც სოციალური, ეკონომიკური, მოსახლეობისთვის განკუთვნილი და ვაქცინაციისთვის და ჯანდაცვისთვის გამოყოფილი არ იხარჯება უპრაგონოდ, არის მიზნობრივი და იხარჯება მიზნობრივად. ავტომობილი შეიძ₾ება, იყოს ის აუცილებელი ატრიბუტი, რითაც მან თავისი სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობა უნდა შეასრულოს და ამიტომ ნუ ვქმნით ბოლშევიკურ-კომუნისტურ იდეოლოგიას. ის, რომ სჭირდება სახელმწიფო ორგანიზაციებს ავტომობილი, ან სხვა ტექნიკური აღჭურვილობა, არის ჩვეულებრივი ამბავი, - აცხადებს ქადაგიშვილი.

მსგავსი სიახლეები