რიგგარეშე სხდომა პარლამენტში - მიშელი საკანონმდებლო ორგანოში მიდის
"ტვ. პირველისთვის" მოწოდებული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, სხდომას როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციური პარტიების არჩეული დეპუტატების ნაწილი დაესწრება.
სხდომას ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, დაესწრება.